May 15, 2024

კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა - ეპიდ - ვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 701 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 193   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.0%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 701 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 838 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  925 354-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.86% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.13%. 

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა - 95, იმერეთი - 118, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 30, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 689 საიდანაც: 5 070 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 142, აჭარაში - 519, იმერეთში - 970. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 269 პირი, მათ შორის, თბილისში - 560, აჭარაში - 127, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 294 პირი,  მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 35, იმერეთში - 30. 903 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 558 - თბილისში, 243- აჭარაში. 20 716 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 0.

 

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299  პირი. 

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 854  ადამიანი.

 
წაკითხვა 266 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.