April 30, 2024

"შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ვერ ამჩნევს.

„ჰოსპიტალიზაციის მოსალოდნელი პროცენტი „ომიკრონის“ შემთხვევაში ძალიან დაბალია - 1% ან 2%. ჩვენ დღეს დაახლოებით, 5%-იან ჰოსპიტალიზაციაზე ვართ და საწოლფონდის 45% თავისუფალია. ჩვენ ვიყენებთ ჯანდაცვის გაზომვების პროგნოზებს. დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევიდან შესაძლებელია კიდევ ერთი ამდენი ისედაც იყოს, რომელიც მსუბუქად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პირი ამას ვერც ამჩნევს. რთული სათქმელია - შესაძლებელია იყოს მატება, შესაძლებელია დავრჩეთ 15 ათასზე, შეიძლება იყოს უფრო მეტიც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარე ეტაპზე არა მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორზე ვისაუბროთ. მთავარია ვისაუბროთ ბინაზე და პაციენტის მართვის შესაძლებლობებზე, რაც ქვეყანას ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი აქვს. კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საკომუნიკაციო კამპანია და პაციენტებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თავად ბინაზე დარჩენის შემთხვევაში და მათი მდგომარეობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას“, - განაცხადა გაბუნიამ.

წაკითხვა 353 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.