კორონავირუსით ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 470 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  28.95%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 470 ვლევა ტესტით, მათ შორის 18 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 186 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 9 400 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 548 893.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.5% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.7%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 770 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 388 534.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა - 611, იმერეთი - 1 440, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661, კახეთი - 723, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 144 477 საიდანაც:

• 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 627, იმერეთში - 1 038.

• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254 პირი, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 142, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 39, იმერეთში - 26.

• 932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 - თბილისში, 168 - აჭარაში.

• 137 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.

წაკითხვა 295 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.