იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 504 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 504 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 251 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 253 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 10 230 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 575 999.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 29.89% ხოლო 7 დღის მანძილზე - 27.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 429 763.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 981 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 10 230 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 305 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 1 662, ქვემო ქართლი - 541, შიდა ქართლი - 638, გურია - 424, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 779, კახეთი - 842, მცხეთა-მთიანეთი - 218, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 90.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 130 229 საიდანაც: 5 252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 223, აჭარაში - 597, იმერეთში - 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 156 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 137, იმერეთში - 337. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 154, აჭარაში - 33, იმერეთში - 28. 835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 572 - თბილისში, 136 - აჭარაში.
124 142 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 7, ხოლო აჭარაში - 0.

წაკითხვა 321 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.