როგორია ეპიდ - ვითარება საქართველოში 28 თებერვლის დილის მონაცემებით

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 138  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 465  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 12 840  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  17.44%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 910 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 228 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 465 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 605 472.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 26.54% ხოლო 7 დღის მანძილზე - 22.06%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 12 840 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 504 161-მდე.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 163 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა - 194, იმერეთი - 376, ქვემო ქართლი -116 შიდა ქართლი - 111, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 143, კახეთი - 97, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 85 122 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 429, იმერეთში - 777. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 046 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 107, იმერეთში - 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი,  მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 32, იმერეთში - 25. 417 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 335 - თბილისში, 0 - აჭარაში. 80 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.

წაკითხვა 408 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.