კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა - ეპიდ-ვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 549 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 332 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.64%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 098 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 132 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 797.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.1% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.02%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 332 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 520.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 805 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 132 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 60 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 11, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 6, მცხეთა-მთიანეთი -3, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 446 საიდანაც, 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 163, აჭარაში - 9, იმერეთში - 73.

 

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 70 პირი, მათ შორის, თბილისში - 43, აჭარაში - 6, იმერეთში - 9.

 

1 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

წაკითხვა 253 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.