"ხვალაც რომ შემოიტანონ „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას აუცილებლად სჭირდება მომზადება"
ხვალაც რომ შემოიტანონ პრეპარატი „ვოსორიტიდი“, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ.
„ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) ავტორიზაციას, 121 ბავშვს მოიცავდა. 1 წლის განმავლობაში საშუალოდ ამ მედიკამენტით მიღებული შედეგი იყო 1,57 სანტიმეტრით მატება, პლაცებო ჯგუფთან შედარებით.
ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ნაკლებია ინფორმაცია მოგვიანებით შედეგებზე. ასევე ნაკლებია ინფორმაცია, ნარჩუნდება თუ არა ეს ზრდის ტემპი მომდევნო წლების განმავლობაში. სხვანაირად ხანგრძლივ ეფექტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ხვალაც რომ იყოს გადაწყვეტილება მიღებული და პრეპარატი შემოიტანონ, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება.
თუ ევროკავშირის რომელი ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს, საქართველოც აიღებს ამ პასუხისმგებლობას. ამ პრეპარატის მიღებას სჭირდება აუცილებლად მომზადება და ეს მომზადება ქვეყანას მიღებული აქვს. ამ ბავშვების მართვა მარტო პრეპარატის გამოყენებით არაა, ამ ბავშვების მართვა არის გართულებული შემთხვევების მკურნალობა. სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის დააფინანსებს ყველა ჩარევას საქართველოში და საზღვარგარეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამინისტროს მწარმოებელ კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- "საქართველო გზაგასაყარზეა - ის ევროპისკენ გზაზე უნდა დარჩეს" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- "გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება"
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ