როდის არის აუცილებელი D ვიტამინის დანამატების მიღება
D ვიტამინი სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტია.
მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინი ზოგადად სასარგებლოა, არსებობს პოტენციური გვერდითი ეფექტები, ამიტომ დანამატები გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ D ვიტამინის დაბალი დონე და ვისაც ესაჭიროება D ვიტამინი. სანამ შეწყვეტთ დანამატის მიღებას, დარწმუნდით, რომ არ გაქვთ D ვიტამინის დეფიციტი.
თუ იღებთ დანამატებს, შეწყვეტამდე აუცილებლად შეამოწმეთ D ვიტამინის დონე.
ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ D ვიტამინი ან იმყოფებიან D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ, მოიცავს: პოსტმენოპაუზის მქონე ქალებს, მამაკაცებსა და ქალებს რომლებიც იღებენ სტეროიდს ხანგრძლივად, ხანდაზმულებს, თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, პარათირეოიდული დაავადების მქონე ადამიანებს, პირებს, რომლებსაც სიმსუქნე აქვთ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ხართ თუ არა D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ, სთხოვეთ ექიმს შეამოწმოს D ვიტამინის დონე.
D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პაციენტებისთვის, დანამატებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. დანამატები ხელს უწყობენ ოსტეომალაციის თავიდან აცილებას, ამცირებენ ძვლის სიმყიფეს, რაც ხელს უწყობს მოტეხილობების პრევენციას.
ძვლის სიმკვრივის გაუმჯობესება არ არის ერთადერთი გზა მოტეხილობების თავიდან ასაცილებლად - განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. D ვიტამინს ასევე შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი სარგებელი კუნთების ფუნქციონირებისთვის.
თუ გაწუხებთ D ვიტამინის დეფიციტი, სთხოვეთ ექიმს, შეამოწმოს D ვიტამინის დონე. თუ დონე დაბალია საჭირო ხდება დანამატების მიღება. განმეორებითი ტესტირება კი რვი-დან 12 კვირამდე უნდა ჩატარდეს, რათა დარწმუნდეთ, რომ არ აჭარბებთ დოზას. თუ ტესტირება აჩვენებს, რომ D ვიტამინის დონე ნორმალურია, თქვენ უნდა გაიმეოროთ ტესტირება ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ, რათა დარწმუნდეთ რომ არ გაქვთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანმრთელობაში.
სხვადასხვა დაავადებას სჭირდება D ვიტამინის სხვადასხვა დოზა. თუ გაქვთ თირკმელების ქრონიკული დაავადება ან პარათირეოიდული დაავადება, ჰკითხეთ თქვენს თირკმელების სპეციალისტს ან ენდოკრინოლოგს D ვიტამინის ტიპისა და დოზის შესახებ.
სიახლეები
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი
- "საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა, მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ცემას, დარბევას - მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - თაკო ჩარკვიანი
- Anonymous-ი საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს"
- "გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც!" - თინა ბოკუჩავა
- სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს