შრომის ინსპექციამ, ექიმებისა და ექთნებისთვის დაწესებული მინიმალური საათობრივი ანაზღაურების წესის დარღვევის გამო, 10 თვეში, 31 სამედიცინო დაწესებულება დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე 354 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა, საიდანაც 47 კლინიკაში მინიმალურ ზღვარზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურების გაცემა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16-ს.
„სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გაცემის ზედამხედველობის მიზნით, 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე განხორციელდა 354 სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება, რომლის შედეგად 47 კლინიკაში გამოვლინდა საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს შრომის კოდექსი"-ს 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევა. რაც შეეხება, გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციას, მოგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმა განესაზღვრა 31 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო გაფრთხილება მიეცა 16 სამედიცინო დაწესებულებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.
სიახლეები
- "საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს " - ჯოზეფ ბორელი
- "საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა, მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ცემას, დარბევას - მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - თაკო ჩარკვიანი
- Anonymous-ი საქართველოს პოლიციას „პირველად და უკანასკნელად აფრთხილებს"
- "გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა დროებით მაინც!" - თინა ბოკუჩავა
- სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს