May 15, 2024

,,მინდა ყველას ვუთხრა, როგორც ექიმმა, ამას გულისყურით მოვეკიდოთ..."

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, პირბადე კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, სერიოზულ როლს თამაშობს, მთავარია, საზოგადოებამ ის სწორად გამოიყენოს. 

„ვამბობთ, რომ ნიღაბი ხშირად ფარსად გადაიქცა და ადამიანები ერთმანეთს აძლევენ, უცვლიან, რაღაც ფაქტებიც იყო და სალაღობო თემადაც გადაიქცა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, როგორც ექიმმა, რომ ამას ძალიან გულისყურით მოვეკიდოთ, რადგან ინფექციის განვითარების მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ვირუსი მოხვდება ჩვენს ორგანიზმში. ეს პირდაპირპროპორციულ კავშირია. ნიღაბს აქვს ძალიან სერიოზული შემაკავებელი ეფექტი. ის უნდა იყოს ჰიგიენურად სწორად გამოყენებული, ორ-სამ სააათში ერთხელ გამოცვლილი, შესაძლოა, ნაჭრის, კუსტარულ ნიღაბს, რაღაც ვირუსის ნაწილი გაეპაროს, მაგრამ მცირე ნაწილს ვირუსებისას ორგანიზმის იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს და არ მისცემს მძიმე დაავადებას განვითარების საშუალებას“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

წაკითხვა 956 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 31 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.