როგორ მივხვდეთ რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს

ვიტამინების ნაკლებობა, ჩვეულებრივ, ასოცირდება მუდმივ დეპრესიებთან, ძალთა განლევასთან და განუწყვეტელ გაციება-ავადმყოფობებთან.

ჩამოთვლილი პრობლემები სიმპტომთა სრული ჩამონათვალი როდია.

 

• უძილობის მიზეზი ხშირად B ჯგუფის ვიტამინების, ბიოტინის, კალციუმისა და კალიუმის ნაკლებობაა;

 

• გამონაყარი და წითელი ფერის ლაქები სახეზე A ვიტამინისა და ასევე B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიანიშნებს;


• B2, B3, B6 და H ვიტამინების ნაკლებობა ხელს უწყობს დერმატიტების განვითარებას;


• თუ ჭრილობები ძნელად გიხორცდებათ, შესაძლოა ორგანიზმში K, C და D ვიტამინების ნაკლებობა გქონდეთ;


• ქერტლი უხშირესად მას უჩნდება, ვისაც B12, B6, F ვიტამინებისა და სელენის დეფიციტი აქვს;


• თმის ცვენა ხშირად დაკავშირებულია C, H, B ჯგუფის ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას ნაკლებობასთან;

 

• თუ ტრავმის შედეგად განვითარებული სილურჯეები ხანგრძლივად ნარჩუნდება და არ გადის, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი სათანადო რაოდენობით არ იღებს C და P (რუტინს) ვიტამინებს;

 

• ცხვირიდან სისხლდენა შესაძლოა განპირობებული იყოს C, K და P ვიტამინების ნაკლებობით;

 

• პირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი კი ზოგჯერ B3 ვიტამინის დეფიციტია.



ასე რომ ყურადღება მიაქციეთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, იკვებეთ სწორად და ჯანსაღად!

 

https://mkurnali.ge/index.php

წაკითხვა 652 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.