April 26, 2024

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტის წყარო არის საკონდიტრო „დონა“.

14 პაციენტის ინფიცირება დაკავშირებულია ბათუმთან, 18 პირი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 4 პაციენტის ინფიცირება უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას, ინფიცირების 3 შემთხვევა არის შემოტანილი, საიდანაც 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 არის სამედიცინო პერსონალი, ხოლო 8 პაცინეტის წყარო ჯერჯერობით უცნობია.

 

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი 100 ათას კაცზე გაიზარდა და 10.2-ს შეადგენს.

 

„57 პაციენტიდან 25 პაციენტის წყარო არის აჭარა, პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტებით. ბოლო ორი კვირის მონაცემებით, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით 100 ათას მოსახლეზე ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი გახლავთ 10.2. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი არის 52.9, ანუ 100 ათას მოსახლეზე ავადობის რიცხვი.

 

გამოჯანმრთელებულების ციფრი 9-ით გაიზარდა გახდა 1334, ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი არის 73. კოვიდცენტრებში მკურნალობს 469 პაციენტი. აქედან კრიტიკულად მძიმე გახლავთ 4 პაციენტი, ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა არის 18, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ეზუგბაიას ინფორმაციით კლინიკაში 1 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 1 მძიმე პაციენტი რჩება.

 

„ჩვენთან გუშინ იყო 22 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყოლია, ახალიც არ შემოსულა. 22-დან 1 კრიტიკულად მძიმე პაციენტია და 1 მძიმე“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

წაკითხვა 503 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.