April 26, 2024

"ფიბროზული ზონები რჩება ფილტვში" - რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ორგანიზმზე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პირველ რიგში კორონავირუსი გავლენას სასუნთქ სისტემაზე ახდენს. 

მისივე თქმით, კოვიდინფექცია, ასევე შესაძლოა, კვალს ტოვებდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზეც.

 

რა კვალს ტოვებს COVID-19 ჯერ არ ვიცით. არსებობს ერთეული კვლევები, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება უკვალოდ არ ჩაივლის.

 

ფიბროზული ზონები რჩება ფილტვში. კერძოდ ფილტვის აქტიური ქსოვილის ნაცვლად, მისი ნაწილი ჩანაცვლებულია შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც პასიურია და არ სუნთქავს, რაც ყველაზე უფრო მიახლოებულია ნაწიბურთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

რაც შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევების ჩატარება იგეგემება საქართველოშიც. 

 

“შესაძლებელია, თრომბოემბოლიური გართულებები იყოს. ამაზე კვლევები ახალი დაწყებულია. ჩვენც ვგეგმავთ ამ კვლევების ჩატარებას საქართველოში. მაგრამ რამდენადაც პანდემია თვითონ ახალია, სულ 8 თვეა გასული, ამიტომ ეს შორეული შედეგები ჯერ არავინ იცის. 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ შეგვეძლება ამაზე ზუსტად გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

წაკითხვა 365 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.