May 18, 2024

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას,მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.

 

"შვიდი დადასტურებული პაციენტი მივიღეთ გამთენიისას, მათგან  6 სამეგრელოდანაა და  ერთი იმერეთის კლასტერია. ამ ეტაპზე, კლინიკაში 48 პაციენტი გვყავს, 16 ბავშვი და 32 მოზრდილი. მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძინეა",-განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი განიკურნა.

წაკითხვა 402 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.