May 18, 2024

კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრს ბოლო 24 საათში 16 პაციენტი დაემატა.

 

პაციენტების ნაწილი გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო დიდი ნაწილი კლინიკაში იმერეთის მუნიციპალიტეტიდან შეიყვანეს.


პაციენტებს შორის არიან როგორც ოჯახები, ისე ორსულები და და ბავშვები.


ამ დროისათვის კოვიდცენტრში 85 ადამიანი მკურნალობს. მედიკოსების განცხადებით, დღის განმავლობაში კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს.


ამ დრომდე კი ბომონდის კოვიდცენტრში ვირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.

წაკითხვა 386 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.