იმერეთში ბოლო კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში „კოვიდ-19”-ის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნაწილი აქამდე არსებულ ინფიცირებულებთან კონტაქტები არიან. თუმცა არის ახალი კლასტერი, რომელიც ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟას უკავშირდება. გუბერნატორის ინფორმაციით, ბირჟის თანამშრომელთა 70% ინფიცირებულია.

 

„კოვიდ-19“-ის ერთეული შემთხვევები ქუთაისის გარდა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

 

ამ დროისთვის იმერეთის კოვიდცენტრებში 320, ხოლო კოვიდსასტუმროებში 80 ინფიცირებული იმყოფება.

წაკითხვა 417 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.