მეცნიერების აზრით, COVID-19 თავის ტვინის სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს თავის ტვინის სიმსივნის გამოწვევა, ან უკვე არსებულის განვითარების დაჩქარება შეუძლია.

 

ბეზმალემ ვაკიფის უნივერსიტეტის თურქი მეცნიერების განცხადებით, COVID-19-ის მოლეკულებს  ნერვული ქსოვილის გლიალურ და ნეიროგლიალურ უჯრედებთან დაკავშირება შეუძლიათ, რის გამოც სიმსივნის წარმოქმნის რისკი იზრდება.

 

კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით მრავალი გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ COVID-19-ს ინფიცირებულ ადამიანებში გლიომის განვითარების რისკის გაზრდა მართლაც შეუძლია.

 

მსოფლიოში მრავალი ვირუსი არსებობს, რომელიც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, მათ შორის პაპილომა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტი და სხვა. ამასთან შედეგებმა შესაძლოა ინფექციიდან მრავალი წლის შემდეგ იჩინოს თავი.

წაკითხვა 630 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.