როგორ დაინფიცირდა მამუკა ხაზარაძე კორონავირუსით

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე დაინფიცირდა.

 

როგორც ხაზარაძე ამბობს, მას შეხვედრაზე ფოტოს გადაღება სთხოვეს, რა დროსაც პირბადე მოიხსნა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მყოფ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

"გუშინ მომცა დაბალი სიცხე, მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა ერთ-ერთ შეხვედრაზე სადაც მთხოვებს სურათის გადაღება და იქ მოვიხსენი ნიღაბი. მერე აღმოჩნდა, რომ იქ ერთ-ერთს დაუდასტურდა. ამჟამად ჩვენი გუნდის წევრები გადადიან თვითიზოლაციაში და მასობრივად იკეთებენ ტესტირებას, ვისაც კი ჩემთან შეხება ჰქონდა. იმედია კორონავირუსს მალე დავამარცხებთ, მანამდე კი პროცესში ონლაინ ვიქნებით ჩართული", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

წაკითხვა 373 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.