საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 143-ს შეადგენს.

 

„სად გარდაიცვალნენ, ამ ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია არ მაქვს. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, ერთ ასეულზე ნაკლებია, დაახლოებით ალბათ 70, მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილები“,-განაცხადა ენდელაძემ.

 

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

წაკითხვა 340 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.