"სასწრაფომ არ წამიყვანა, 4 კილომეტრი და აღმართები ფეხით ვიარე" - ნოდიკო ტატიშვილი

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აცხადებს, რომ ის კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ სასწრაფომ სახლში არ გადაიყვანა და შინ ტაქსით დაბრუნება შესთავაზა.

ნოდიკო ტატიშვილის თქმით, მან ტაქსით წასვლაზე უარი თქვა და დაახლოებით, 4 კილომეტრი ფეხით იარა.

 

"გამოკვლევები რომ დამთავრდა სასწრაფოს ვურეკავდი, გადავეყვანე სახლში და მითხრეს, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი ტაქსით უნდა წავსულიყავი. ვუთხარი, რომ არც ერთ შემთხვევაში ტაქსიში არ ჩავჯდებითქო, დამაკვალიანეს, რომ სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის კოვიდპაციენტის სახლში გადაყვანაო. ავდექი და ფეხით წავედი სახლში. აქედან სახლამდე არის დაახლოებით 4 კილომეტრზე მეტი, აღმართები და ა.შ.

 

სახლში მისვლისთანავე ვიყავი ძალიან ცუდად, მივხვდი, რომ უფრო მეტად გამირთულდა სუნთქვა. გუშინწინდელ ამბებს გიყვებით.

 

გუშინ გადმოვედი უკვე ბოჭორიშვილის კლინიკაში და მადლობა, საოცარი მედპერსონალია, მეც და ყველას ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ," - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა. 

წაკითხვა 403 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.