"კორონას რაოდენობა არის მზარდი და კიდევ მოიმატებს" - როდის ელოდება პიკს პაატა იმნაძე

"ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება, აქედან გამომდინარე, ისე როგორც დღეს ყველა იქცევა, ქვეყანა გაიხსნა. კორონას გახსნილ ქვეყანაში ვერავინ აჩერებს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა. 

 

"ხომ ვიცით, მსოფლიოში რა ხდება? აქედან გამომდინარე, გვაქვს ეს რეალობა, ქვეყანა არის გახსნილი, ქვეყანაში არის კორონა, ეს კორონას რაოდენობა არის მზარდი, კიდევ უფრო მოიმატებს და კი ბატონო, სადღაც ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება პიკური რაოდენობა". – ამბობს იმნაძე.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმითვე, კორონავირუსის შემთხვევების პიკი არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების პიკს.

 

"სეზონური ვირუსების ერთი პიკი გვაქვს ხოლმე დეკემბრის ბოლოს, მეორე - სადღაც თებერვლის მეორე ნახევარში. ანუ კოვიდის პიკური რაოდენობის ზედდება არ მოხდება სხვა ზამთრის ვირუსების პიკურ რაოდენობასთან, ეს იქნება ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის". – აღნიშნავს იმნაძე.

წაკითხვა 329 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.