მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, ის ნინო წილოსანის კონტაქტად ითვლება, რის გამოც, ეპიდემიოლოგებმა თვიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მისცეს.

 

„ძალიან მაღალი შეიძლება არ იყოს რისკი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როგორც ეპიდემიოლოგებმაც გვირჩიეს, სჯობს, რომ ამ 15-წუთიანი კონტაქტის გამოც, ჩვენ გადავიდეთ თვითიზოლაციაში. ბუნებრივია, რისკის ქვეშ ვერავის დავაყენებ, ამიტომ ვარ სახლში, ვარ მარტო და ტელეფონით ვცდილობ იმ საქმეების გაკეთებას, რასაც ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დატვირთვით ვაკეთებდი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ "რუსთავი 2-თან" საუბარში. 

წაკითხვა 433 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.