May 15, 2024

"ეს არის საოცრება" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მოლოდინი ისევ არსებობს.

 

როგროც ბუწაშვილმა აღნიშნა, შეკავების ფაზის შემდეგ, როდესაც რეგულაციები სუსტდება, ინფექციის აღმავლობა მოსალოდნელია. 

 

ინფექციონისტის გაკვირვებას იწვევს ფაქტი, რომ პაციენტების ნაწილს დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი არ სჯერა კორონავირუსის არსებობის. 

 

„ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორის იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ, სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა. ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

წაკითხვა 456 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.