May 15, 2024

ცოლ-ქმარი, რომელმაც პირველი წარმატებული ვაქცინა შექმნა

კომპანია Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ საერთაშორისო გამოცემებისა და მეცნიერების აღტაცება გამოიწვია, მას შემდეგ, რაც პრეპარატმა COVID-19-ის წინააღმდეგ 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 

 

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer–მა დააფინანსა, მის შემუშავებაში მთავარ როლს კომპანია BioNTech თამაშობს. 

 

კორონავირუსის პანდემიისგან მსოფლიოს ხსნას სწორედ ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლებს, გერმანიაში მოღვაწე ემიგრანტ ცოლ-ქმარს, 53 წლის ოზლემ ტურეჯისა და 55 წლის უგურ საჰინს უნდა ვუმადლოდეთ.

 

პროფესორი უგურ საჰინი თურქეთში, ქალაქ ისქენდერუნში დაიბადა. როდესაც ის ოთხი წლის იყო, დედასთან და დედმამიშვილებთან ერთად საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გადავიდა, სადა მამაისი ფორდის ქარხანაში, მუშად მუშაობდა. 

 

პროფესორმა საჰინმა უარი თქვა მამის პროფესიის გაგრძელებაზე და ავტოშემკეთებელთა ქარხანაში მუშაობაზე, ამის ნაცვლად, მან მედიცინის შესწავლა გადაწყვიტა. საჰინმა მედიცინა კიოლნსა და ჰამბურგის უნივერსიტეტში შეისწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ კი დოქტორის ხარისხი მოიპოვა, სიმსივნის სპეციალობაში. 

 

ჰამბურგში ონკოლოგად მუშაობის დროს, მან  თავისი მომავალი მეუღლე, დოქტორი ტურეჯი გაიცნო. ოზლემ ტურეჯი ასევე ემიგრანტების ოჯახიდან იყო. ტურეჯის მშობლები ექიმები იყვნენ, სწორედ ამან განაპირობა მისი მომავალი პროფესია და სწავლება მედიცინის ფაკულტეტზე გააგრძელა. 

 

ექიმი ცოლ-ქმრის მთავარ ინტერესს ონკოლოგია და მედიცინო კვლევები წარმოადგენდა. ინტერვიუს მიმდინარეობისას, მათ ხუმრობით ისიც აღნიშნეს, რომ ქორწილის შემდეგ ლაბორატორიაში წავიდნენ კვლევების გასაგრძელებლად. 

 

პროფესორი უგურ საჰინი და მისი მეუღლე ოზლემ ტურეჯი გერმანიის 100 უმდიდრეს ადამიანთა სიაში არიან. მათ 2016 წელს თავიანთი პირველი ბიზნესი 1,4 მილიარდ დოლარად გაყიდეს, ხოლო BioNTech–ის ღირებულება, ვაქცინის მიღწევების შემდეგ, 21 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

 

”ჩვენს მიერ შემუშავებული ვაქცინის მე-3 ფაზის პირველი შუალედური ანალიზი გვაჩვენებს, რომ ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს. ეს არის ინოვაციის, მეცნიერებისა და გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევა.

 

როდესაც 10 თვის წინ კვლევებს შევუდექით, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. განსაკუთრებით დღეს, როდესაც მეორე ტალღის შუაგულში ვართ, კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეტაპი პანდემიის დასრულების გზაზე.

 

ჩვენ განვაგრძობთ შემდგომი მონაცემების შეგროვებას, საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან მიღწევაში", - განაცხადა პროფესორმა უგურ საჰინმა.

წაკითხვა 502 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.