May 15, 2024

"ისმის კრიტიკა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია" - გამყრელიძე

„ისმის კრიტიკა, ამაზეც საუბრობენ, რომ რა, ათ საათზე კორონა იძინებს და ხუთ საათზე იღვიძებსო? ეს არასერიოზულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მისივე თქმით, მობილობის შეზღუდვა, ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

,,სამეცნიერო ლიტერატურაში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, რომ ღამის მობილობის სერიოზული დაგდება ახალ ინფიცირებულთა შემცირების მიმართულებით სერიოზულ შედეგს იძლევა. ისევე, როგორც სხვა შეზღუდვები და რაც მთავარია, პრევენციული ღონისძიებები. ცალკე აღებული ერთი შეზღუდვა არაფერს მოგვცემს, თუ ის კომპლექსში არ არის, რამდენიმე ღონისძიებასთან“, – განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

წაკითხვა 490 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.