საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმშია 2 765 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 709 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 066 პირი.

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 
წაკითხვა 331 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.