May 19, 2024

საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 797 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 662,​ კოვიდსასტუმროში – 3 351.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

წაკითხვა 353 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 17 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.