May 19, 2024

შესაძლოა, მომავალი კვირიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს

მომავალი კვირიდან, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვები დაწესდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს.

კულუმბეგოვის თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ შეზღუდვებთან დაკავშირებით იმსჯელეს, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად შეხვედრა კიდევ შედგება.

 

„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ იქით კვირაში, შესაძლოა, კიდევ დაგვიძახონ. დავალებაც კი მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მაგრამ როგორი პაკეტი, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია, რაც შეიძლება მალე, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ, ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა პალიტრანიუსის“ ეთერში.

წაკითხვა 460 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.