May 15, 2024

ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" 13 კოვიდინფიცირებული ორსული შეიყვანეს

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს.

ორსულები, რომელთაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დადასტურებული აქვთ, მკურნალობის კურსს სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადიან. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 40 ორსულია მოთავსებული. 

 

კოვიდეცენტრში დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საცხოვრებელი ბინიდან შეიყვანა 12 დღის ჩვილი. მისი დაინფიცირება სავარაუდოდ დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.

წაკითხვა 452 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.