ქუთაისში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ სპექტაკლს გამართავს
ქუთაისში სპექტაკლს გამართავს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“.
თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით არის დადგმული და მას დასი ქუთაისში, 8 მარტს , ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოადგენს.
სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფია მარიამ ალექსიძე, ორიგინალური მუსიკის ავტორი კი- ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი. სპეციალურად ბალეტ „ბეატრიჩესათვის“ შექმნილ მუსიკას სცენაზე ცოცხლად შეასრულებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ გასტროლი ქუთაისის მერიის ინიციატივითა და ხელშეწყობით ხორციელდება.
მოსაწვევები გაიცემა 7 მარტიდან, თეატრის სალაროებსა და მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.
სიახლეები
- "სენატორების წერილი განგაშის ზარია"- სალომე სამადაშვილი
- "პროვოკაციებს არ დავუშვებთ - კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი
- "მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მასში მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი
- ქუთაისის "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" წევრები განცხადებას ავრცელებენ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვის