July 4, 2025

თებერვალი 04 2023 წაკითხვა 1021 ჯერ

ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: ერთი ნაწილი გიჟდება მწვანე ბორშზე, ცოლო მეორეს საერთოდ არ გაუსინჯავს. დღეს ვიტამინებით სავსე ბორშს მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

4 ქათმის ბარკალი

500გ კარტოფილი

1 სტაფილო

2 ხახვი

60გ ახალგაზრდა ჭინჭარი

200გ მჟაუნა

2 კვერცხი

ოხრახუში

1 დაფნის ფოთოლი

შავი და დაფქული წიწაკა და მარილი

3 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა

1 სუფრის კოვზი ზეთი

ლიმონის წვენი

მომზადება:

1.ჭინჭარი უმჯობესია გაზაფხულის დასაწყისში მოამზადოთ. ამ დროს ის ყველაზე ახალგაზრდაა. მოასხით ცხელი წყალი, რათა აღარ ისუსხებოდეს.

 

2.ბარკალს მოაშორეთ კანი, მოათავსეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ბულიონს დაუმატეთ 1 მთლიანი ხახვი. წყლის ადუღების შემდეგ მოაშორეთ ნადები და დაუწიეთ ცეცხლს. მოხარშეთ 20-30 წუთი.

3.სანამ იხარშება ხორცი, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ხახვი კუბიკებად. გაასუფთავეთ და დაჭერით კარტოფილი.

 

4.ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ ხახვი. დაუმატეთ სტაფილო, დააფარეთ თავსაფარი და გამორთეთ.

 

5.გარეცხეთ, დაჭერით მჟაუნდა და ჭინჭარი. ახალგაზრდა ჭინჭრის ძირებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ თუ ის ძველია მხოლოდ ფოთლებით შემოიფარგლეთ.

 

6.ქვაბიდან გადმოიტანეთ შემწვარი ხორცი და ხახვი, მოათავსეთ კარტოფილი, მოთუშული მასა, დაფნა, მარილი და წიწაკა. განაცალკევეთ ხორცი და ძვალი. დაწეწეთ და დააბრუნეთ ქვაბში.

7.დაუმატეთ ჭინჭარი და მჟაუნა, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. შეგიძლიათ საყვარელი სანელებლებიც გამოიყენოთ. მოხარშეთ დაახლოებით 7 წუთი.

8.მოხარშეთ კვერცხი.

9.ბოლოს დაუმატეთ კამა და ოხრახუში. გამორთეთ ბორში და დაასვენეთ 20-30 წუთი.

10.მიირთვით კვერცხთან და არაჟანთან ერთად.

 

გემრიელად მიირთვით!

 

 

წყარო

თებერვალი 03 2023 წაკითხვა 748 ჯერ

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.

თებერვალი 01 2023 წაკითხვა 862 ჯერ

მესხიშვილის თეატრი თებერვლის თვის აფიშას აქვეყნებს. 

იანვარი 30 2023 წაკითხვა 617 ჯერ

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასმა სპექტაკლ „ტესტოსტერონის“ პრემიერა გამართა.

იანვარი 25 2023 წაკითხვა 1032 ჯერ

27 იანვარს 18 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) წარმოდგენილი იქნება ჯუზეპე ვერდის შედევრი, მისი ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი და პოეტური ქმნილება ოპერა „ტრავიატა“.

იანვარი 10 2023 წაკითხვა 507 ჯერ

ქართული ხორბლის კულტურა, რთველის ტრადიცია საქართველოში, მესხური სამზარეულო, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია, ინფექციურ დაავადება ე.წ. „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალები და გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნუსხაში შევიდა. ბრძანება ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გამოსცა.

გვერდი 3 სულ 12
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.