April 27, 2024

"მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის კურსი სრულად დაიფარება"

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის ირგვლივ არსებულ დისკუსიას ეხმაურება.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ არის ერთიანი და აღნიშნული პროგრამის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება როგორც არსებული, ასევე მომლოდინე ბენეფიციარებისთვის,“ - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია.

 

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

 

„მინდა გამოვეხმაურო აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის პროგრამის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს და დისკუსიას.

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს და ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის, ამ ორგანოს წევრების სახელით მინდა განვაცხადო, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სერვისით უზრუნველყოფის  პროგრამის უწყვეტობა შენარჩუნებული იქნება როგორც არსებული, ასევე მომლოდინე ბენეფიციარებისთვის. მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის კურსი კი სრულად დაიფარება.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის დამოკიდებულება არის ერთიანი და ჩემი მხრიდან ეს პოზიცია მკაფიოდ და ხაზგასმით გაჟღერდა სერვისის  მიმწოდებლებთან და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე,"- აცხადებს ირაკლი შენგელია.

წაკითხვა 429 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 01 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.