ზვიად შალამბერიძემ საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის საშუალებით გამართა.


2018-2021 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანას მხარი 12-ვე მუნიციპალიტეტმა დაუჭირა.


პროექტებში ცვლილებები განახორციელეს ქუთაისის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა. განსახილველად წარმოდგენილი იყო 21,944,036.30 ლარით დაფინანსებული  77  პროექტი.


ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.  განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერებისა და ფასადების რეაბილიტაციის,  სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობის, სპორტული ობიექტების მოწესრიგების საკითხები. 


ვიდეოკონფერენციისას დეტალურად იმსჯელეს თითოეული პროექტის შესახებ და აღნიშნეს, რომ ყველა პროექტი მოსახლეობის პრიორიტეტების გათვალისწინებით არის გაწერილი.  


ზვიად შალამბერიძემ რეგიონში Covid-19-ის მართვის პროცესსა და არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, 28 ნოემბერს, დაწესებულმა შეზღუდვებმა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. 


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება.

წაკითხვა 439 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.