May 3, 2024

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში სტუდენტები განახევრებულ ფასად იმგზავრებენ

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში სტუდენტები განახევრებულ ფასად იმგზავრებენ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ დღეს გამოიტანა. სამგზავრო შეღავათები სხვა ჯგუფებსაც დაუწესდებათ. სტუდენტების მსგავსად, 50%-იან შეღავათს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებიც მიიღებენ. მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან ქუთაისში რეგისტრირებული შშმ პირები და მათი თანმხლები პირები, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებნი, რომელთა ქულაც 65 ათასს არ აღემატება, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ააიპ,, მადლიერების სახლის'' ბენეფიციარები. რაც შეეხება ახლანდელ სამგზავრო ტარიფს, მისი ღირებულება არ მოიმატებს.

 

,,სამგზავრო შეღავათები მას შემდეგ დაწესდება, რაც გადახდის ელექტრონულ სისტემას სრულად გავმართავთ და მოხდება გაჩერებების ადაპტირება. საჭიროა ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავება, რათ ჩვენს მოქალაქეებს სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ.დაახლოებით, 15 ივნისიდან გადახდის სიტემა გაიმართება და საშეღავათო სისტემაც დაინერგება. შეღავათები როგორც ქუთაისელ, ასევე რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებსაც დაუწესდებათ, რომლებიც ქუთაისის უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობენ,'' - ამბობს ქალაქის მერი, იოსებ ხახალეიშვილი.

 

წაკითხვა 409 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.