ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარებისა და თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.

 

პანდემიისგან ყველაზე კარგი გამოსავალი იმუნიზაციის პროცესია. ხანდაზმულები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აცრა ადგილზევე მოხდეს, რათა ეს პროცესი მათთვის უფრო კომფორტული იყოს“, – ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

 

10 მაისის მონაცემებით, საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული.

 

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.

 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 
წაკითხვა 350 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 10 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.