May 4, 2024

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში ე.წ საღორიის ტყეში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში ე.წ საღორიის ტყეში, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს, ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა და განხორციელებული ღინისძიებები ადგილზე გააცნო.

 

პროგრამის ფარგლებში ე.წ საღორიის ტყეში არსებულ მდგომარეობასა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზეც.

 

,, ეს ტერიტორია არის მართლაც უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა, როგორც ქუთაისისთვის ასევე მთლიანად იმერეთისთვის. ყველა ჩვენგანის ვალია, როგორმე მოვახერხოთ და გადავარჩინოთ ტყე. შესაბამისად ეს პროგრამა არის მართლაც საუკეთესო შესაძლებლობა, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა, მოხდეს იდენტიფიცირება იმ პრობლემების, რის გამოც არის ტყე ასეთ მდგომარეობაში და დაიგეგმოს სწორი ნაბიჯები, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად“ - განაცხადა შეხვედრაზე ზვიად შალამბერიძემ.

 

ქუთაისის მიმდებარედ არსებული მუხნარში, რომელიც მოსახლეობაში “საღორიის ტყით” არის ცნობილი, ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა - იმერული მუხა გვხვდება. ტერიტორია ბოლო ათწლეულების მანძილზე მუდმივ ანთროპოგენულ ზემოქმეებას განიცდის. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ათწლეულების მანძილზე ზემოქმედებდა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტყის სანიტარულ მდგომარეობაზე. პროცესს ნეგატიური ფაქტორების გარდა, ხელს უწყობდა ტერიტორიაზე არსებული სადერივაციო არხის მოშლა - ტერიტორიის ნაწილობრივი დატბორვა და ბოლოს მსოფლიოში მოწყვლადის სტატუსით ცნობილი მავნებელი ხოჭო - მუხის დიდი ხარაბუზა. აღნიშნული მავნებელი ხოჭო იშვიათად სახლდება ჯანსაღ ხეებზე და ძირითადად უკვე დასუსტებულ ხეებზე დასახლებითაა ცნობილი.

 

საღორიის ტყეში სანიტარული მდგომარეობის გამოსასწორებლად სპეციალისტების მიერ, შეირჩა ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც მოიცავდა სანიტარულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანის მიზნით, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას, რომელიც უზრუნველჰყოფს კორომში ახალგაზრდა ხეების არსებობას.

 

ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. 2.4 ჰა ფართობზე ტყის გაშენების მიზნით, დაირგო 9500 ცალი იმერული მუხის და ჩვეულებრივი იფნის ნერგი. ხოლო, ტყის აღდგენის მასშტაბების გაზრდის მიზნით, 2019 წელს დამატებით მომზადდა ტყის აღდგენის 2 პროექტი ჯამში 20.3 ჰა ფართობზე. აღნიშნული პროექტები ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.

 

2020 წელს, მოზარდ-აღმონაცენის უსისტემო ძოვებისგან დასაცავად, ტერიტორია შეიღობა. ასევე 2021 წელს მომზადდა ახალი ტყის აღდგენის პროექტი ბუნებრივი განახლების ხელშეეწყობით 11 ჰა ფართობისათვის.

ტყის აღდგენის ღონისძიებები, უზრუნველჰყოფს ამ უნიკალური კორომის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებას.

წაკითხვა 421 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.