May 4, 2024

ქუთაისში ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს, ქუთაისში ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით სამუშაო  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე და დასაქმებული ქალების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. 

 

"დღევანდელი შეხვედრა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის "უფლებებისა და განათლებისათვის" ინიციატივით. შეხვედრის მიზანი გახლავთ ქალთა შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს საქართველოს შრომის კოდექსში შევიდა არაერთი სასიამოვნო ცვლილება,განსაკუთრებით ქალებისთვის. მათ შორის არის დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხები შრომით ურთიერთობებში, არის სექსუალური შევიწროების შესახებ საკითხები და ზოგადად შრომით კანონმდებლობაში ქალთა უფლებების მიმართ რა გაუმჯობესდა.

ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში,"- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში ქალთა შრომით უფლებების ტრენერმა მორეტა ბობოხიძემ.

 

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის, მედიის, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ.

 

,,შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით ისეთი საკითხები დარეგულირდა, რაც მანამდე არ იყო. ეს ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია. თუ გვსურს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ამისათვის კი მათ ღირებულებებს შრომის კოდექსი უნდა მოვარგოთ.

ხშირია შემთხვევა, როცა ერთი და იმავე თანამდებობაზე დასაქმებულ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც ერთი და იმავე გრაფიკით მუშაობენ, განსხვავებული ანაზღაურება აქვთ, მაგრამ ასე ვეღარ იქნება. კანონში ხელფასების გათანაბრების შესახებ ცვლილება შევიდა. დასაქმებულის უფლებებს კი შრომის ინსპექცია დაიცავს. ჩვენი კანონები ნელ-ნელა იხვეწება,’’-აცხადებს FirstNews.ge-თან საუბარში ორგანიზაცია ,,უფლებებისა და განათლებისათვის’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი სვანაძე.

 

191303655 493303048454362 7439562984401530405 n

 

შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, კომპანია ვალდებული იქნება აწარმოოს სამუშაო საათების აღწერა ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, რათა დასაქმებულის ანაზღაურება იყოს გაწეული შრომის პროპორციული. ზეგანაკვეთური საათები კი შედარებით მეტი თანხით ანაზღაურდება.

 

დოკუმენტში ასევე საუბარია ქალთა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.

 

რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, დამსაქმებელს არ აქვს უფლება გამოსაცდელი ვადით კადრი აიყვანოს 6 თვეზე მეტი ხნით, ასევე იკრძალება გამოსაცდელი ვადით აყვანა ორჯერ.

 

შრომის კოდექსში გაჩნდა ტერმინი სტაჟირებაც. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა მაქსიმუმ ექვს თვეს, ხოლო ანაზღაურებადის ერთ წელს მოიცავს.

წაკითხვა 475 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 28 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.