May 4, 2024

რა მოთხოვნოთ მიმართეს ქუთაისის სკოლის მოსწავლეებმა პარლამენტს

მამის დღე – საქართველოში, შესაძლოა, ახალი უქმე დღე დაწესდეს.

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს ქუთაისის კერძო სკოლის “ღონე ქვეყნისა” მე-6 კლასის მოსწავლეებმა მიმართეს.

 

ირკვევა, რომ მათი ინიციატივით, ეს დღე 19 დეკემბერს უნდა დაწესდეს და 3 მარტის (დედის დღე) მსგავსად, უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს.

 

“დღეისთვის, ქვეყანაში არ არსებობს მამის დღე. გვსურს ქართულ ფესვებთან დაკავშირებული თარიღი გვქონდეს და მეორე მშობლის მიმართაც გამოვხატოთ მადლიერება. მიგვაჩნია, რომ მამის დღე უნდა იყოს 19 დეკემბერს, როდესაც ქართველმა მწერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა საკუთარ ქალიშვილს მისწერა წერილი, სადაც შვილს ცხოვრებისეულ რჩევა-დარიგებებს აძლევს”, – ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.

 

ინიციატივას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას ბიუროს აცნობებს.

წაკითხვა 477 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.