April 26, 2024

ზვიად შალამბერიძე USAID-ის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - პროგრამის ხელმძღვანელს როზა ჩიაპეს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე USAID-ის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ხელმძღვანელს როზა ჩიაპეს შეხვდა. მხარეებმა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, განვითარებასა და რეგიონში არსებული პროფესიული სასწავლებლების მიმართულებებზე ისაუბრეს.



,,იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების პროფესიული სასწავლებლები არის. აქედან, გამოვყოფ ოთხ ძირითად კომპონენტს: სამშენებლო, მეღვინეობა - მევენახეობა, აგრო და თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მიმართულება. აღნიშნული სასწავლებლები ორიენტირებულია ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლება მისცენ სტუდენტებს და შესაძლებლობების ფარგლებში დაასაქმონ. ამჟამად რეგიონში სამი პროფესიული სასწავლებელია და ყველა მათგანი წარმატებით ფუნქციონირებს. გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებით კიდევ სამი პროფესიული სასწავლებელი შეემატება რეგიონს. ამ ეტაპზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წყალტუბოს, ხონისა და სამტრედიის, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის. ჩვენი მიზანია რეგიონის მოსახლეობას და არა მარტო მათ კერძო სექტორთან პარტნიორობით შევთავაზოთ თანამედროვე პროფესიული განათლება. ასევე, მნიშვნელოვანია თქვენი დაინტერესება პროფესიული განათლების მიმართულებით და მჯერა, რომ USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ რეგიონში წარმატებით განხორციელდება,“ - ზვიად შალამბერიძე.

 

USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, შეამციროს უმუშევრობის დონე და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის (IESC) მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება დასაქმების მაძიებლებს, განივითარონ ეკონომიკის სექტორებში დასაქმებისთვის საჭირო უნარები და შესაძლებლობები.

 

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მაღალი ხარისხის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლად არსებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

წაკითხვა 321 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.