გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით, საქართველოს იტალიელი კლიმატოლოგი ეწვია

 

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, UNESCO-ს ეგიდით, სამონასტრო კომპლექსში დამატებითი კვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნის შედგენა, რათა გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოსაფხვრელად მთავარი სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.

 

ვიზიტი რამდენიმე დღე გაგრძელდება. კლიმატოლოგ მასარისთან ერთად ექსპერტთა დელეგაციაშია მარიო პულიერი, რომელიც გელათის კედლის მხატვრობაზე მიმდინარე თვის ივნისში განხორციელებული საექსპერტო დასკვნის ერთ-ერთი ავტორია.

 

ალესანდრო მასარის ვიზიტის მიზანია ტაძარში არსებული კლიმატური პირობების შესწავლა და კედლის მხატვრობის მდგომარეობასა და მიკროკლიმატურ პირობებს შორის კორელაციის დადგენა, ხოლო კედლის მხატვრობის სპეციალისტი მოახდენს ტაძრის ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგს, რის შედეგადაც დაიდება შესაბამისი დასკვნები.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევითა და ინიციატივით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისს შედგა, რომლის დროსაც ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი; ძეგლის გადახურვის სპეციალისტები: უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში არსებული მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს საექსპერტო დასკვნები წარუდგინა, სადაც ასახული იყო არსებული მდგომარეობა და ექსპერტთა რეკომენდაციები.



წაკითხვა 281 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 06 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.