May 17, 2024

ზვიად შალამბერიძემ წყალტუბოში ახალი მერი წარადგინა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი  თანამშრომლებს წარუდგინა. გენადი ბალანჩივაძემ უფლებამოსილების  განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.

,,დღეიდან იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, სადაც გვქონდა არჩევნების მეორე ტური, მერები შეუდგნენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას. მე ვპირდები ჩვენს მოსახლეობას, რომ მომავალი 4 წელი ახალ არჩეულ მერებთან ერთად, გვექნება ძალიან საინტერესო პროექტების და მიმართულებების განხორციელების პერიოდი, რომელიც რა თქმა უნდა აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, რეგიონზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე," - ზვიად შალამბერიძე.

 

მუნიციპალიტეტის მერმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხი წელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წყალტუბოს ბევრი წარმატებული პროექტი შესთავაზოს.

 

დღესვე, მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების უფროსებისგან მიმდინარე საკითხების შესახებ დტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

გენადი ბალანჩივაძე 2014-2017 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო. 

 

რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში ახალმა მერებმა უფლებამოსილების განხორციელება დღეს დაიწყეს.

 
წაკითხვა 285 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.