May 17, 2024

"ასეთი ფინიები გყავთ საკრებულოში" - გოგი წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან სათამაშო ძაღლი მიიტანა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ აქცია-პერფორმანსი გამართა.

წულაიამ ქუთაისის საკრებულოსთან, სადაც პირველი სხდომაა ჩანიშნული, სათამაშო "ფინია ძაღლი" მიიტანა.

 

მისი თქმით, სათამაშოში "ქართული ოცნების" ყველა წევრი ამოიცნობს თავს.

 

"ხელისუფლებაში ჰყავთ თოჯინები, მონები ბიძინა ივანიშვილის და მღერიან ტიციან ტაბიძის ძალიან ლამაზ ლექსს პერიფრაზირებით - დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და ბიძინასი მედგას უღელი. აი ამ შეგნებით არიან შესული შიგნით და ყველაფერს აკეთებენ ბიძინას მონობისთვის. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ასეთი ფინიები ჰყავთ ახლა საკრებულოში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებენ", - განაცხადა გოგი წულაიამ. 

წაკითხვა 305 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.