May 17, 2024

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
 
ღონისძიებას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
 
 
ნაძვის ხე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა და შერეული გუნდების მიერ შესრულებული სიმღერის თანხლებით აინთო.
 
269749691 917161818929002 6186486137160964139 n 
 
ქალაქის მერმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა თანაქალაქელებს:
 
 
„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 2022 წლის მოლოდინი იმედით გვავსებს, რომ ყველა სირთულეს, რაც 2021 წელს იყო, დავძლევთ! პანდემიის გამო მონატრებული გვქონდა ასეთი სახალხო ზეიმი და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს თქვენთან ერთად აგვენთო ნაძვის ხე.
 
2022 წელი ქუთაისისთვის იქნება განვითარების, წინსვლის, უამრავი ახალი პროექტის და ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული წელი.
 
ჩვენ ყველა, ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის!
 
მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონდეს, წარმატებული და ბედნიერი იყოს ახალი წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
 
 
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული ესტრადის მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
წაკითხვა 422 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.