ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო და იძულებული იყო დაეტოვებინა. მოგვიანებით სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდაჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში შეეთავაზა ყველა საჭირო პროგრამა დედისა და შვილების ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს შვილის დედისაგან განცალკევების საჭიროება.

 

მათივე ინფორმაციით, დედისა და შვილისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში.

 

კლინიკაში მომხდარზე არ საუბრობენ.

წაკითხვა 260 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.