ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად დალოცა.

 

საშობაო მსვლელობას შეუერთდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.

 

,,ვულოცავ ქუთაისს, მთელს იმერეთს და საქართველოს შობის დღესასწაულს. სასიამოვნოა ის, რომ ძალიან კარგი ტრადიცია აღვადგინეთ წელს, როგორც ქუთაისში ასევე, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საშობაო მსვლელობა და ჩვენს მოსახლეობას, ვჩუქნით სასიამოვნო საშობაო წუთებს,“ - ზვიად შალამბერიძე.

 

შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს, შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს სხვადასხვა დღის ცენტრების ბენეფიციარებს დაურიგებენ.

წაკითხვა 260 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.