იოსებ ხახალეიშვილი და დავით ერემეიშვილი ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯორჯიანა ბრატუ, ჯესიკა პაპუკა და მაგდალენა მოროშანი ქუთაისში პროექტის" BSB 457 მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.


პროექტი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელდა 2018-2021 წლებში და მის ფარგლებში ქალაქში შეიქმნა ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი, განხორციელდა პლასტიკის და ქაღალდის სეპარირება. დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში შექმნილი საკომპოსტე ცენტრი.


"საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისში ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც დაგვეხმარა ნარჩენების სეპარირებასა და კომპოსტირებაში. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი თემებია და მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


პროექტის განხორციელებაში, ქუთაისის თვითმმართველობასთან ერთად, ჩართული იყვენენ ქალაქ უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია "ტექნოპოლ გალაცი" (რუმინეთი) და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი".

წაკითხვა 255 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.