ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით 8 მარტს, 12 საათზე უკრაინელი ქალების და ბავშვების სოლიდარობის აქცია გაიმართება

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით 8 მარტს, 12 საათზე, მესხიშვილის თეატრის წინ, უკრაინელი ქალების და ბავშვების სოლიდარობის აქცია გაიმართება.


ქალთა ფონდი „სოხუმის“თანამშრომელთა უმრავლესობა აფხაზეთიდანაა და 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, როცა ქართულ მოსახლეობას იძულებით დაატოვებინეს საკუთარი სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) სტატუსით.


დევნილობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის მოგვარება მხოლოდ გაერთიანებით და ერთმანეთის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. სწორედ ეს იყო ქალთა ფონდ „სოხუმის“ შექმნის მიზანი, რომელიც უკვე 25 წელია, აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის და არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების და მშვიდობის მშენებლობაში მათი ქმედითი ჩართვის მიმართულებით.


8 მარტს ქალთა სოლიდარობის აქცია, ფონდ „სოხუმის“ ტრადიციაა, რომელიც წელს უკრაინის ქალების და ბავშვების თანადგომას მიეძღვნება.

წაკითხვა 346 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.