ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხალისეობის ფორუმი გაიმართა.  ფორუმი ქუთაისის მერიის "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერ პროგრამაში“ გამარჯვებული პროექტის „თაობათა დიალოგის“ მიერ იქნა ორგანიზებული.  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. 

,,ახალგაზრდებში მოხალისეობის იდეის პოპულარიზების პროგრამის" დასკვნით ღონისძიებაზე ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროექტები და პროგრამები წარუდგინეს. დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ მათთვის სასურველ ორგანიზაციაში ან ორგანიზაციებში მოხალისედ ან მიეღოთ მონაწილეობა სასურველ პროექტებში. ფორუმში მონაწილეობა 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო.



"დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მოხალისეობრივი ფორუმი. ფორუმი ტარდებოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ მოხალისეობის იდეის პოპულარიზება ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. ჩვენს დღევანდელ ფორუმს სამი ძირითადი მიმართულება ჰქონდა: პირველი - აუდიტორიისათვის გაგვეცნო პროექტისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ, მიღწეული მიზნებისა და შედეგების შესახებ. მეორე და მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ ჩვენს ფორუმზე განვიხილეთ ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე მოხალისეობის მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, ხოლო მესამე და მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლდათ გამოფენა. დაახლოებით ათმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. მათ ახალგაზრდებს საკუთარი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ეს ფორუმები მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე, რადგან მოხდეს ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების ჩართვის პროცესში,"- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში ,,თაობათა დიალოგის’’ გენერალურმა მდივანმა ლანა თოთაძემ.

 

"️დღევანდელი მოხალისეობის ფორუმი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმატებულად მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა“.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის „თაობათა დიალოგის“ ეს პროექტი არის ერთ-ერთი, რომელიც გასულ წელს დაფინანსდა. ფორუმზე გამოიკვეთა, თუ როგორი დაინტერესებაა ახალგაზრდებში მოხალისეობის მიმართ. განვითარებულ საზოგადოებაში მოხალისეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

 

დღევანდელი ფორუმი ხელს შეუწყობს  ჩვენი ახალგაზრდების ინფორმირებულობას და კიდევ უფრო მეტი მოხალისის  ჩართვას აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

275666162 982409452379024 5425591046795906072 n

წაკითხვა 532 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 16 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.