ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდა

ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდა.
საკურას ხეების დარგვაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა.
 
ხეივანი ნიკეას ქუჩაზე, ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარედ გაშენდა და საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.
 
"დღეს , იაპონიის ელჩთან იმამურა აკირასთან ერთად , ქუთაისში საკურას ნერგები დავრგეთ. ეს იდეა ეკუთვნოდა ჩვენს თანაქალაქელს, ოლიმპიურ ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს. იაპონიის საელჩომ მხარი დაგვიჭირა ამ იდეის განხორციელებაში. საკურას ხეივანი, რომელიც დღეიდან გვექნება ქუთაისში, დათოს ხსოვნას და საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს ეძღვნება. "- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
 
საკურას მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ის იაპონიაში მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.
წაკითხვა 316 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.