რა განმარტებას აკეთებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე აუდიტის დასკვნაზე

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნახსენები, საჯარო მოხელეებისთვის გაცემული სოციალური დახმარების ნაწილის კომენტარების ირგვლივ არაერთი არასწორი და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებული ინტერპრეტაციები იქნა გავრცელებული, საჭიროდ მივიჩნევ, რომ გაკეთდეს განმარტება ბიუჯეტის კონკრეტული მუხლის და ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შესახებ. 

 

ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, სახელფასო ანაზღაურება,  ტრანსპორტის მომსახურება, სამივლინებო ხარჯები და სხვა, მათ შორის არის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, რომელიც განისაზღვრება 54.000 ლარით. 

 

საჯარო სექტორში აღნიშნული მუხლის არსებობა განპირობებულია სოციალური პასუხისმგებლობის და დასაქმებულთა, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, სოციალური გარანტიის უზრუნველყოფით. ამ გზით, ინსტიტუცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლიდან დაფინანსდეს საავადმყოფო ფურცელი, დეკრეტული შვებულება და დასაბუთებული სოციალური დახმარება. 

 

კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავ, რომ ამ მუხლიდან გაცემული დახმარება გათვალისწინებულია კონკრეტული ბიუჯეტის მუხლით და არ აკლდება არცერთი სხვა სოციალური თუ ჯანდაცვითი პროგრამების ბიუჯეტს,"- აცხადებს ირაკლი შენგელია.

წაკითხვა 251 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 20 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.